რეზონანსი
05.03.2017

 „მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გელა ბარკალაიას სამართალდამცველები სსკ-ის ორი მუხლით ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით „მათე მოტორსის" მფლობელის დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

ბარკალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×