რეზონანსი
03.03.2017

 ინიციატივა საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესახებ, „ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. მათივე პროექტით, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში შეიქმნება.

"ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებად რჩება სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნა და გადაყენება, უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭება, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×