რეზონანსი
03.03.2017

 ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ში ალბათ, უახლოეს მომავალში შევა.

„ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით. „რუსთავი 2"-ში, ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით - დღეს და ხვალ", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაშმა საკადრო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. „ვისაც უნდა წასვლა, ყველა წავა, ვისაც უნდა, დარჩება".

„კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, ვიყოთ კომერციულად გამართული და წარმატებული ორგანიზაცია, პირველ რიგში, არხს უნდა ჰქონდეს რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×