რეზონანსი
02.03.2017

 საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია.

მამა გიორგის თქმით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ როდის შევა სასულიერო პირი მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად. "უახლოეს პერიოდში უწმინდესი გადაწყვეტს, რომ მასთან შევიდეს სასულიერო პირი. მე თვითონ ველოდები ზარს", - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროდან თანხმობა მამა გიორგი თევდორაშვილის ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ მიიღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×