რეზონანსი
02.03.2017

 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი ჟურნალისტი გურამ როგავა შავი სიიდან ამოიღო.

"საქართველოს მოქალაქე გურამ როგავამ წერილით მოგვმართა, რომ შავი სიიდან ამოგვეღო, რომ პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომ არ იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა მთიან ყარაბაღში ყოფნას. მიღებულია გადაწყვეტილება მისი შავი სიიდან ამოღების შესახებ", - აცხადებს უწყება.

„იმედის" ინფორმაციით, ბაქომ გამოაქვეყნა იმ უცხოელების შავი სია, რომლებიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად იმყოფებოდნენ. მათ აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ. სია პერიოდულად ახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×