რეზონანსი
02.03.2017

 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ქართულმა მხარემ, დღეს, უკანონოდ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. გიუნაშვილის ოჯახის წევრები, დღეს, ერგნეთში ეუთო-ს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდენენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზთან გატაცების 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დაკავების იზოლატორში საქართველოს სამი მოქალქე რჩება.

ქართულმა მხარემ კვლავ ძალაში დატოვა შეთავაზება, - ოკუპირებულ ტერიოტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული განაღმვითი ორგანიზაციის დაშვებაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×