ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები გენერალ პეტერ პაველის თავმჯდომარეობით თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა თავდაცვის შესაძლებობების კუთხით ვითარდება.
"კომიტეტი შედგება 28 ქვეყნის, ასევე მონტენეგროს სამხედრო წარმომადგენლობისგან. ამ დღეებში გაიმართება კომიტეტის სხდომა. სხდომის გარდა, ასევე იქნება მაღალი რანგის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან. განიხლება საკითხები ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებობების ამაღლებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის კუთხით სწავლებების თაობაზე. ასევე საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ იქნება საუბარი", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია განხილული იქნას შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს მონაწილეობის საკითხიც.