რეზონანსი
02.03.2017

 ირაკლი კობახიძემ კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მართველი გუნდი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომპეტენციების "სასამართლოს თვითმმართველობის ორგანოზე" გადატანის ინიციატივით გამოდის.

"არსებითად უცვლელი რჩება სასამართლოს თავისი პრინციპული ნაწილი, თუმცა შემოთავაზებულია გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო აამაღლოს. გვინდა, შემოთავაზებული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტრივაში დაინახოთ. დავაკონკრეტებ, რომ საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება. ამის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობდა. თუკი ჩვენ ამ ცვლილების ეფექტს გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს დამოუდებლობის კიდევ უფრო გამყარებას ეფუძნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×