რეზონანსი
01.03.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრემიერმინისტრის ფრანსუა ფიიონის ცოლი, პენელოპა ფიიონი დააკავეს. ინფორმაციას „Mediaparat"-ი „Twitter"-ზე აქვეყნებს. გაზეთ „Le Figaro"-ს წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა პენელოპა ფიიონი საკუთარ სახლში დააკავეს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ფრანსუა ფიიონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს არ ჩამოშორდება. ფიიონის თქმით, მან უწყება უკვე მიიღო და სასამართლოს სხდომაზე 15 მარტს უნდა გამოცხადდეს. ფიიონი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოზე ბრალი მასაც წაუყენონ.

საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიიონის ოჯახის ფინანსური მაქინაციების შესახებ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ბრალად საბიუჯეტო სახსრების მითვისება, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივი გამოყენება ედებათ.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, პენელოპა ფიიონი რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლის თანაშემწის თანამდებობისთვის ხელფასს იღებდა, თუმცა რეალურად არ მუშაობდა, რამაც ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი დააზარალა. მსგავსი ბრალდებები ფიიონის შვილების მიმართაც არსებობს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალს არ აღიარებს და პირობას დებს,რომ თუ გამოძიების მთავარი ობიექტი გახდება, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×