რეზონანსი
01.03.2017

 საფრანგეთის ქალაქ ვილოგონში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სიტყვით გამოსვლისას, 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „CNN"-ი ავრცელებს.

რადიო „Europe1"-ის ინფორმაციით, სახურავზე მყოფმა უსაფრთოხოების დაცვის თანამშრომელმა, შემთხვევით გაისროლა.

„იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია" , - განაცხადა პრეზიდენტმა სროლის ხმის გაგონებისას.

შემთხვევის დროს ფრანსუა ოლანდი ჩქაროსნული მატარებლების ახალი ხაზის გახსნაზე საუბრობდა. მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქალაქი უკვე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×