რეზონანსი
01.03.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღესაც ჩაიშალა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორებმა განაცხადეს, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა და ისინი დაწყევლა. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს კრიტიკული შეკითხვების შინაარსი არ დაუკონკრეტებიათ.

„იმის ნაცლად, რომ ჩვენი კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა, მან წყევლა შემოგვითვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, გიორგი მამალაძემ დაკითხვამდე ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა და სავარაუდოდ უარის თქმის მიზეზიც ეს გახდა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მამალაძის ადვოკატების წერილობით მიმართვას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

პროკურორები ვერ აკონკრეტებენ თუ როდის გაგრძელდება დეკანოზის დაკითხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×