რეზონანსი
01.03.2017

 ბრიუსელში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, ხელი დღეს მოეწერება. ცერემონია რამდენიმე საათში, თბილისის დროით, 17:00-ზე გაიმართება.

ცერემონიალს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ის ევროპარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. ბრიუსელში მთავრობის მეთაურთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებიან.

„ვაგრძელებთ სვლას ევროპული მომავლისკენ, საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო" , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, „ეს შედეგი მხოლოდ თავდაუზოგავი მუშაობით არ მიგვიღია. ეს არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, კარგი ბაზისი, რომ საქართველო ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდება".

რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×