რეზონანსი
28.02.2017

 უფლისციხის სამხედრო ბაზაზე, განწესში მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ, ბ.შ-მ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის უწყება ავრცელებს.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის სამხედროს მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე იმყოფება. მომხდარის შესახებ დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×