რეზონანსი
28.02.2017

 საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალურად ჩართული მხარეების გარდა, ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან სენსიტიურია ეს თემა.ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც შეიკავონ თავი განცხადებებისგან იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×