რეზონანსი
28.02.2017

  „NBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებულმა სამედიცინო ექერტიზამ რუსი დიპლომატის ორგანიზმში საწამლავის არსებობა დაადასტურა. უცხოური მედიის ცნობით, შხამი ჩურკინის ორგანიზმში, თირკმელში აღმოაჩინეს. სტატიის თანახმად, დიპლომატმა გვიან ივახშმა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს რადიო „ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ჩურკინი საკვებით მოწამლეს.

„დღეისთვის სურათი ასეთია - ის ცუდად გახდა დილით 9:30-ზე. მე ვიცი ეს ადგილი 67-ე ქუჩაზე. ის გადაიყვანეს ამერიკულ კლინიკაში სადაც გარდიცვალა", - განაცხადა ვენედიქტოვმა.

გაეროში რუსეთის ელჩი 20 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×