რეზონანსი
28.02.2017

 კარალეთის ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა.სოსო ანესაშვილი წვრთნაში მონაწილეობდა. შემთხვევა 25 თებერვალს მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ის საბრძოლო წვრთნის დროს სატვირთო მანქანაზე ასვლისას, სავარაუდოდ არასწორმა მანევრირებამ იმსხვერპლა.

ანესაშვილი გორის საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. სხეულს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზაში ჩაუტარდა.გარდაცვლილი სპეცრაზმელი სოფელ ხევთუბანში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გამოძიება საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×