უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეს ხუთშაბათს, 2 მარტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავი 2" ავრცელებს. მათი ცნობით, განხილვას ტელეკომპანიის დაცვის მხარე არ დაესწრება.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი 9 მოსამართლის ვინაობა ცნობილია: მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.