რეზონანსი
27.02.2017

 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ტელეკომპანია "1+1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ყირიმის და დონბასის დაბრუნების კონკრეტული გეგმა აქვს. ამის შესახებ, რუსული სააგენტო „РИА" წერს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც განხორციელდება, მაგრამ ის კომპრომისებს არ გულისხმობს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ავაკოვის აზრით, ყირიმის და დონბასის დაბრუნების საკითხი შეიძლება სწრაფად გადაწყდეს, დიპლომატიური და არა სამხედრო გზით.

რამდენიმე დღის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი არტემენკომ, აშშ-ის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების მოხსნა შესთავაზა და უკრაინა-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების გეგმა გააცნო.

უკრაინის მთავარი პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, საგამოძიებო უწყებამ პარლამენტარ ანდრეი არტემენკოს საქმის გამოძიება დაიწყო. პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არტემენკომ შესაძლოა კანონი დაარღვია, როცა მოამზადა გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობას და სანაცვლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში, კიევის მიერ კონტროლის აღდგენას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×