რეზონანსი
18.02.2017

 საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში განაცხადა, რომ გამოძიება დასრულდება და დაადგენს იმ სიმართლეს, რომელიც ეხება ქართველების ეთნიკურ წმენდას და დაცული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ, ფატუ ბენსუდასთან, სადაც განიხილეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ის ეტაპები, რაც არის დაგეგმილი საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით.

„აქტიურად არის კონტაქტზე საქართველოს მთავრობა შესაბამის პირებთან, ვინც გამოძიების პროცესში მონაწილეობს,"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×