რეზონანსი
16.02.2017

 "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სისხლის სამართლის ადოკატმა ლევან ვეფხვაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ისევ დუმილის უფლებას იყენებს და კურთხევას ელოდება, რომ გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს.

საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი კვლავ ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალ დონეზე აყვანას.

"დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს - საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარის და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×