რეზონანსი
14.02.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურას მიმართავს, რათა მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობა მოეხსნას. განცხადებას ის პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს.

"გაუთქმელობის პირობაზე ხელი მოვაწრე პროკურატურაში და აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობაზე და ვერც იმ პირობებზე, რაც მამა გიორგი მამალაძეს შექმნილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში. მხოლოდ სამი რამის თქმა შემიძლია, რომ მამა გიორგი დაკავებულია, მე ვიცავ მის ინეტერესებს და მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე. უახლოეს დღეებში აუცილებლად მივმართავ პროკურატურას, რომ ეს ვალდებულება მომეხსნას, რათა შევძლო საქმის დეტალებზე საუბარი და იმ პოზიციაზე რაც დაცვის მხარეს გააჩნია", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×