ხვალ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დედაქალაქში სუსტი თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. დასავალეთ საქართველოში უმეტესად იწვიმებს, ზოგ ქალაქში თოვლჭყაპი იქნება.
14 თებერვალს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, მესტიაში -15, ხოლო მაქსიმალური, თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ზესტაფონში, 4 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - -1/4
ბათუმი - 3/4
სოხუმი - -1/2
გორი - -2/3
თელავი - -3/1
ახალციხე --7/-1
ქუთაისი - -1/3
ფოთი - 1/4
ცხინვალი - -2/2
ბორჯომი - -7/0
მესტია - -15/-7
ზუგდიდი - 0/3
ზესტაფონი - -1/4
ჭიათურა - -6/1
რუსთავი - -1/3
ოზურგეთი - 0/3
სტეფანწმინდა - -12/-3
13 თებერვალს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 2009 წელს, +19,3, მინიმალური კი 1882 წელს, -11,8 გრადუსი დაფიქსირდა.