რეზონანსი
13.02.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ოპერაცია დასრულდა. უწმინდესს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ლაპარასკოპიური მეთოდით, ბერლინში, „Helios berlin bux"-ის კლინიკაში ჩაუტარეს.

როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია, თავის „Facebook"-ის გვერდზე წერს, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პატრიარქი ნარკოზიდან უკვე გამოვიდა.

ილია მეორეს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, დიაგნოზის საფუძველზე კი ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა გახდა აუცილებელი.

პატრიარქი გერმანიაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. ოპერაცია თბილისის დროით 11 საათზე დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×