რეზონანსი
13.02.2017

 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე და ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. იმავე შეზღუდვებია ხაიში-უშგულის გზაზეც.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავანი-ნინოწმინდის გზაზე და სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×