რეზონანსი
13.02.2017

 საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორეს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. დიაგნოზის საფუძველზე კი ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა გახდა აუცილებელი.

გერმანიაში პატრიარქის პირადი ექიმიც იმყოფება. ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესის მდგომარეობა სტაბილურია და ახლა ის თავს კარგად გრძნობს.

კლინიკასთან საპატრიარქოს წარმომადგენლები და საეკლესიო პირები დილიდან შეიკრიბნენ.

ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ, 2 თებერვალს გაემგზავრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×