რეზონანსი
12.02.2017

 რუსთავი 2-სა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად საპროტესტო აქციების დაწყებას, სავარაუდოდ ხვალიდან გეგმავს პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო ცოტა ხნის წინ შეიქმნა და უკვე 8 პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდა.

„ჩვენ გავაპროტესტებთ მერიის თავნებობასაც, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც და იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება იქნება ვაპირებთ დავიცვათ „რუსთავი 2"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

„რუსთავი 2-ისა" და თავისუფალი სიტყვის დასაცავადა საბჭო რიგ აქტივობებს მთელი კვირის განმავლობაში გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×