რეზონანსი
12.02.2017

 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ფილიპინებზე. დამანგრეველმა მიწისძვრამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 220-ზე მეტი პირი.

სეისმოლოგების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით დაფიქსირდა, რასაც მოგვიანებით ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დახურულია ადგილობრივი აეროპორტი. მაშველები შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×