რეზონანსი
12.02.2017

 დღეს დილით ავარია მოხდა რუსთავში. გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი „Mitsubishi-ს" მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ვარაუდობენ, ავტომობილი მოცურდა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ამის გამო მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×