საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის დაგეგმილი რეფორმის შესახებ, სამუშაო შეხვედრა, საქართველოს პარლამენტის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შედგა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება აქტუალური თემაა,რადგან ყოველდღიურად ვრცელდება შემაშფოთებელი სტატისტიკა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, შემაშფოთებელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებები მივიღოთ".
„ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია, როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა"-განაცხადა კობახიძემ სამუშაო შეხვედრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხის დროული გადაწყვეტისთვის საკანონმდებლო ორგანოს სრულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა, საკანონმდებლო კანონპროექტი დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს.