რეზონანსი
06.02.2017

 ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ თვითმხილველებმა პოლიციას შეატყობინეს. "იმედის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველების განცხადებით, გარდაცვლილი წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×