რეზონანსი
06.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა და არსებულ აჟიოტაჟზე გადაცემების დახურვის შესახებ, ისაუბრა.

"მე მინდა მივმართო საზოგადოებას - ალბათ დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ ხოლმე, როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებს, გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოების ინტერესებს. გუნდმა, ვინც ვართ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, როგორც ვხედავთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარებას. დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს საუბარი - როგორი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გვინდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×