რეზონანსი
06.02.2017

 „რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოქვეყნებული ჩანაწერის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, გამოქვეყნდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, ისევ გაურკვეველი წარმომავლობის ვებ გვერძე და ისევ „რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე.

გვარამია აცხადებს, რომ ადეიშვილთან ტელეფონით ბოლო ორი წელია არ უსაუბრია.

"ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი" - აცხადებს ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერზე პასუხად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×