რეზონანსი
06.02.2017

 „რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახთან სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ოპოზიციამ ისაუბრა. კორუფციული გარიგება მოსამართლის ოჯახსა და ხელისუფლებას შორის-ასე აფასებს ოპოზიცია ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ნატა ნაზღაიძის ძმამ სახელმწიფოსგან მილიონი ლარი მიიღო, გასტუმრებული საბანკო კრედიტის და მიწის სახით.

"რატომ გაგიჟდა დედაქალაქის მერია და ივანიშვილის ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ის" საქმე არის აქ, ქალბატონი ნატო ნაზღაიძე „რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლე იყო, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს მოემსახურა და ამ ინტერესის გატარება ივანიშვილმა ერთი მილიონი ლარით დაუფასა," - განაცხადა „რუსთავი 2-თან" ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×