რეზონანსი
05.02.2017

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" დამწვარ შენობაში, მოვაჭრეების პირველი ნაკადი შევიდა. ხანძრით დაზარალებულები, საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას ცდილობენ.

შენობის გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, დაზარალებულებს მიეცათ საშუალება, შესულიყვნენ შენობაში და საკუთარი გადარჩენილი ნივთები გამოეტანათ. შენობაში მათთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

შენობიდან გამოსული დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ძვირფასეულობის დიდი ნაწილი გადარჩენილია, მოვაჭრეთა ნაწილი კი შედეგით უკმაყოფილოა.

ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 20 ადამიანი შევიდა და საკუთარ რიგს კიდევ დაახლოებით 200 ადამიანი ელოდება. პროცესი დაბნელებამდე გაგრძელდება და ის ხვალ, დილის 11:00 საათიდან განახლდება. ნივთების გამოტანის შემდეგ კი შენობის დემონტაჟი დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×