რეზონანსი
05.02.2017

 გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ზურაბ გრძელიშვილმა, მიწის დამუშავების დროს, შენობის ნანგრევებსა და ადამიანების ძვლებს მიაკვლია. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

გრძელიშვილები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მათ ნაკვეთში წინა საუკუნეების პერიოდის ნამოსახლარი, ან ეკლესია იყოს.ოჯახი სპეციალისტების ჩასვლას და ტერიტორიის არქეოლოგიურ შესწავლას ითხოვს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი", გურჯაანის ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ გათხრის პროცესი მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებული იყო. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, გრძელიშვილების ნაკვეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური ფრაგმენტების შესწავლა, უახლოეს ხანში მოხდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×