ამერიკის და ინდოეთის მეცნიერებმა, ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ინდოეთში, ასობით ბავშვის დაღუპვის მიზეზი, ტროპიკული ხილი, ლიჩი გახდა. ხილს ბავშვები უზმოზზე ჭამდნენ.ინფორმაციას ამის შესახებ, "BBC" ავრცელებს.
ყოველწლიურად, აღმოსავლეთ ინდოეთის ბიხარის შტატში, უცნობი მიზეზით ასობით ბავშვი იღუპება. პირველად, უცნაური სასიკვდილო დაავადების ფაქტი, 1995 წელს დაფიქსირდა. ექიმებმა გარდაცვლილის სისხლში ინფექციის, ან ქიმიკატების ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. ფაქტიდან 22 წლის შემდეგ, აშშ-ის და ინდოეთის მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ბავშვების დაღუპვის მიზეზი, ტროპიკული ხილი, ლიჩია.
მეცნიერთა განცხადებით, დაღუპული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა,ღარიბი ოჯახებიდან იყო. სიკვდილიანობის უმეტესობა კი ლიჩის მოსავლის აღების პერიოდს ემთხვევა.
აღნიშნულ მოსაზრებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ლიჩი საფრთხეს არ შეიცავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ინდოეთში ყოველწლიურად, 400 ათას ტონა ლიჩის კრეფენ. მოსავლის 75 % ბიხარის შტატში მოდის.