გერმანული ყოველკვირეული გამოცემა, „შპიგელის" ახალი ნომრის გარეკანი, აქტიური განსჯის საგანი გახდა. ჟურნალის ყდაზე, ანიმაციური პერსონაჟია დახატული, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტის ამოცნობა მარტივია.
ნახატზე, დონალდ ტრამპს ერთ ხელში სისხლიანი დანა უკავია, მეორეში კი თავისუფლების ქანდაკების მოკვეთილი თავი. ჟურნალის გარეკანზე ასევე არის წარწერა: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
„შპიგელის" ყდა, პოლიტიკოსებმაც შეაფასეს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, თავისუფალი პარტიის წევრი, ალექსანდ ლამბსდორფი , ჟურნალის გარეკანს უგემოვნოს უწოდებს.
მოქალაქეების აზრი კი არაერთგვაროვანია. ნაწილი გარეკანს გადამეტებულ სარკაზმად მიიჩნევს, ნაწილი კი მას რეალობასთან ადეკვატურად აღიქვამს.
რამდენიმე გერმანულმა გამოცემამ, კარიკატურა გააკრიტიკა. როგორც გარეკანის დიზაინის ავტორმა, ედელ როდრიგესმა განაცხადა, ნახატი ამერიკული დემოკრატიის თავის კვეთას განასახიერებს.