რეზონანსი
05.02.2017

 კასპში, ცემენტის ქარხანასთან მდებარე, ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლემა, გზა გადაკეტეს. მოსახლეობა ქარხნიდან გამოსულ ცემენტმზიდებს, გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

საპროტესტო აქციაში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის, „სენის" წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

მოსახლეობა ითხოვს, რომ ავტომობილებმა შემოვლითი გზით ისარგებლონ. ასევე ითხოვენ ქუჩის კეთილმოწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტიშვილის განცხადებით, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×