რეზონანსი
05.02.2017

 ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებას, ორ წელიწადში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, უსაფრთხოების ახალმა მინისტრმა, ჯონ კელიმ, „foxnews"-სთან ინტერვიუსას გააკეთა.

უსაფრთხოების მინისტრის თქმით, კედლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და პირველად საზღვრის რთულ მონაკვეთებში აღიმართება. ჯონ კელიმ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ვირტუალური კედელი აშენდეს, სადაც მაღალტექნოლოგიური კამერები დამონტაჟდება.

მინისტრის თქმით, კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა მალე დაიწყება. თუმცა, თანხის მოცულობა და შემოსავლის წყარო არ დაუკონკრეტებია.

ჯონ კელის განცხადებით, კედლის აშენების მთავარი მიზანი, აშშ-ის უსაფრთხოებაა, მაგრამ ის საბოლოოდ ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და აპირებს ამ საკითხზე მექსიკასთან ითანაშრომლოს.

მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილების ტალღასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ნათელია, რომ ტრამპი ამერიკაში ყველას არ უყვარს და ამის მიზეზი, მისი სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×