რეზონანსი
05.02.2017

 თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე, მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის, და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის, ყუმისთავი-ღვედის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

იმავე შეზღუდვები მოქმედებს, ნაქერალას უღელტეხილის და ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის, ფარავანი-ნინოწმინდის და სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზე,ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია,მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×