დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ფედერალური მოსამართლის დადგენილებით, მუსლიმური ქვეყნებიდან მოქალაქეთა მიღების შესახებ, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება დროებით დაიბლოკა.
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, სარჩელი ერთ დღეში მოამზადა. აპელაციაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს დადგენილება ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით იყო მიღებული. აპელაციას სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.
მანამდე ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრეზიდენტის განკარგულების შესრულება შეაჩერეს და ქვეყანაში მიგრანტების შეშვება დაიწყეს. შეერთებული შტატებში ჩასვლა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ვიზები წესრიგში აქვს.
დონალდ ტრამპი ამ ფაქტს ფლორიდიდან გამოეხმაურა. "ჩვენ გავიმარჯვებთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის"-განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ჯეიმს რობარტსმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, პოტენციურ ტერორისტებს გზა გაუხსნა. პრეზიდენტი მოსამართლეს თვითმარქვიას, მის დადგენილებას კი სასაცილოს უწოდებს და დაწმუნებულია, რომ გაუქმდება.