რეზონანსი
05.02.2017

 დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს დიდ ბრიტანეთში. საპროტესტო მარში, ბრიტანეთში, აშშ-ის საელჩოსთან მოეწყო.

აქციაში უმეტესად ლონდონში მცხოვრები მუსლიმები მონაწილეობდნენ. მათ ხელში პლაკატები ეკავათ წარწერით, „არა რასიზმს, არა დონალდ ტრამპს". დემონსტრანტებს ასევე შავ ბანერებზე, სისხლით ეწერათ : „არა ტრამპი, არა ომი".

მსგავსი აქციები ლონდონის გარდა, ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ტრამპის პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით, საფრანგეთისა და გერმანიის დედაქალაქებშიც გააპროტესტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×