რეზონანსი
05.02.2017

 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბრაკონიერობის შემთხვევა დაფიქსირდა. ნაკრძალის უფროსმა, ტყეში, ჩითახევის ტერიტორიაზე, დაჭრილი შველი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

ნაკრძალის დირექტორის, რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ. ჯერჯერობით უცნობია რა სანქცია დაეკისრებათ სამართალდამრღვევებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×