რეზონანსი
05.02.2017

 დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩებმა, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს. დიპლომატებმა ამის შესახებ, ბრიუსელში, დიპლომატიური კორპუსის შეხვედრისას აღნიშნეს. ელჩების თქმით, ეს ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ეს არის იმის სიმბოლო,რომ საქართველო წინ მიდის, ევროპის და ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ"-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია რამდენიმე დღის წინ მიენიჭა. საკითხს მხარი ევროპის სახალხო პარტიის 187-მა და სოციალ-დემოკრატების 163-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე ლიბერალების ალიანსიდან საქართველოს ხმა მისცა 62-მა დეპუტატმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×