რუსეთმა ბელორუსიდან ხორცპროდუქტების იმპორტი შეაჩერა. მოსკოვის მიერ დაწესებული ემბარგო, 6 თებერვლიდან ამოქმედდება.
რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტები რუსეთში ბელორუსული წარმოების საბუთებით შედიოდა, სინამდვილეში კი დასავლეთის ქვეყნებსა და უკრაინაში იყო წარმოებული.
მოსკოვში ამბობენ, რომ ბელორუსში ხორცპროდუქტების ხელახალი ეტიკეტირება არ ხდებოდა.
3 თებერვალს ბელორუსის ლიდერმა, მოსკოვი ზეწოლაში დაადანაშაულა. განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ბელორუსი ნავთობის სანაცვლოდ დამოუკიდებლობას არ დათმობს. ლუკაშენკოს აზრით, ქვეყანას გაუჭირდება, თუმცა არსებობას რუსული ნავთობის გარეშეც შეძლებს. ბელორუსის ლიდერის შეფასებით, რუსეთს ეშინია, რომ ოფიციალური მინსკი დასავლეთისკენ გადაიხრება და შეზღუდვებს ამიტომ უწესებს.