რეზონანსი
04.02.2017

 ქალაქ ჯვარში, წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, ჭაბურღილების და რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა და აზერბაიჯანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოაწერეს.

ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 10 ათასამდე ოჯახი 24- საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითი იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულება დაახლოებით 19 მილიონი ლარია. ჯვარში წყალმომარაგების სისტემის აშენება 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×