რეზონანსი
04.02.2017

 ბათუმში, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული, სომხური კათოლიკური ეკლესიის სახურავი ჩაინგრა. ნგრევის მიზეზი, წინასწარი ვარაუდით, თოვლი და მოძველებული სახურავის კოჭებია, რომლებმაც სიმძიმეს ვერ გაუძლეს.ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

საბჭოთა პერიოდში, ტაძრის შენობაში ჭიდაობის სკოლა მოქმედებდა. 90-იან წლებში კი ეკლესიის დაბრუნებას საქართველოს კათოლიკეები ითხოვდნენ. ხელისუფლებამ იგი მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და წლების განმავლობაში უმოქმედოდ, რესტავრაციის გარეშე იდგა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×