ბათუმის შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, მიზეზი გეგმური მონიტორინგის დროს, ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებული დარღვევები იყო.
ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან. 10 დღეში გამოქვეყნდება ოქმი, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული ავტორიზაციის შეჩერების მიზეზები.
ბათუმის, შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა- ლიცეუმში, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები, სასწავლებლის შესანარჩუნებლად, სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავენ.
სკოლა- ლიცეუმის ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველსა და განათლების მინისტრს მიმართავს, რომ არსებული სიტუაცია გააკონტროლონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლისა და მათი პედაგოგების კანონიერი უფლება.