რეზონანსი
04.02.2017

 ირანი აშშ-ის მიერ, სანქციების გაზრდის საპასუხოდ, სარაკეტო და სარადარო სისტემას გამოცდის, ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters" ავრცელებს.

ირანმა სამხედრო წვრთნები დღეისთვის დაგეგმა, რა დროსაც აპირებს გამოსცადოს, როგორც სარაკეტო ისე სარადარო სისტემა. ასე პასუხობს ქვეყანა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოფიციალურ თეირანს სანქციები ბალისტიკური რაკეტის გამოცდის სანაცვლოდ დაუწესდა.

აშშ-ის სანქციები 13 პიროვნებასა და 12 ორგანიზაციაზე გავრცელდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და აშშ ირანის მტრულ მოქმედებებზე თვალს აღარ დახუჭავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×