რეზონანსი
04.02.2017

 ლუგანსკში ე.წ. "სახალხო რესპუბლიკის" პოლიციის უფროსის მანქანა ააფეთქეს. შედეგად ავტომობილში მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უწყების ხელმძღვანელი, ოლეგ ანაშენკო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ადგილობრივი პროკურატურა მომხდარს "ტერაქტს" უწოდებს და თავდასხმაში უკრაინელ დივერსანტებს ადანაშაულებს.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ლუგანსკში, კრასნოზნამენის ქუჩაზე მოხდა.

პრორუს სეპარატისტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკების ეპიცენტრად ამ დრომდე ქალაქი ავდეევკა რჩება, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ჯერაც ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×